სოფელ ცეცხლაურის მოსახლეობა საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს

„ამ მოცემულობაში, რაიმე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია“-ასეთი კომენტარი გააკეთეს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცეცხლაურის მოსახლეობამ, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

სოფლის მოსახლეობა, მათი საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს, მათ გუშინ აქციაც გამართეს.
„ჩვენ მოვითხოვეთ, შეხვედრაზე მოსულიყო გარემოს დაცვის სამინისტროს წარმოამდგენლის მოსვლა, ანუ ისეთი კომპეტენტური პირის ჩართულობა, რომელიც დამაჯერებელ პასუხს გაგვცემდა, რომ ეს ნაგავსაყრელი, არ შექმნის ეკოლოგიურ პრობლემებს“,-განაცხადა შეხვედრის შემდეგ, სოფელ ცეცხლაურის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ხვიჩა გამარჯობაძემ.
„ახლა, აქ იხატება ის სურათი, რომ თითქოს მორიგი შეხვედრა საზოგადოებასთან შედგა. ისინი თავისას გაიძახიან, ჩვენ-ჩვენსას გავიძახით. აქ, რაიმე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. ეს არის, შეხვედრა შეხვედრისთვის“,-აცხადებს საინიციატივო ჯგუფის კიდევ ერთი წევრი.
ისინი, შეხვედრის შინაარსით უკმაყოფილებას არ მალავენ.
„ეს არის საერთაშორისო პროექტი, სტანდარტები დაცულია. ჩვენ გავაცანით მოსახლეობას, რომ 500 მეტრის დისტანციაზე, მოსახლეობა არ უნდა ყოფილიყო და, კიდევ ვიმეორებ ეს სტანდარტი დაცულია. პირველი მოსახლე, რომელიც ყველაზე ახლოსაა ნარჩენების პოლიგონთან, მისი სახლი 503 მეტრითაა დაშორებული ნაგავსაყრელიდან“,-განაცხადა შპს “ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორმა, სოფიო ანანიძემ.

გუშინ, სოფელ ცეცხლაურის მოსახლეობამ, მათი სახლების სიახლოვეს ნაგავსაყრელის მშენებლობა აქციაზე გააპროტესტა. მათი თქმით, პროექტის აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელება, გარემოს ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად