სოფელ წეროვანში წყალმომარაგების ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რეგიონების მასშტაბით მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფელ წეროვანში წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია და შეცვლას საჭიროებს. მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში 7 საათით მიეწოდება.
პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი და რეზერვუარი მოეწყობა. გარდა ამისა რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სატუმბ სადგურს და გამრიცხველიანდება მოსახლეობა.
სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 2 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. პროექტის დასრულების შემდეგ, 800 ადამიანზე მეტი სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

კომენტარები
იტვირთება...