სოფელ ტყაიაში ამბულატორიის ყოფილ შენობას ცეცხლი გაუჩნდა

ზუგდიდის მუნოციპალიტეტის სოფელ ტყაიაში ამბულატორიის ყოფილ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. 

როგორც აიპრესთან საუბარში გამგებლის წარმომადგენელი ედემ კაკუტია აცხადებს, დამწვარია 40 კვადრატული მეტრი.

"რამდენიმე საათის წინ ამბულატორიის ყოფილი შენობა დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, ცეცხლის ლოკალიზება სრულად მოხდა. დამწვარია დაახლიებით 40 კვადრატული მეტრი,"-აღნიშნა კეკუტიამ. მისივე თქმით, ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...