სოფელ ტინისხიდში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

ტინისხიდში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის
სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 739 589 ლარია.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები
ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

პროექტის მიხედვით, მოეწყობა წყალსადენის ახალი
სისტემა და თითოეულ ოჯახს დაუმონტაჟდება
ინდივიდუალური მრიცხველი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ტინისხიდელებს
სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებთ.

სოფელში მცხოვრებ 600 – მდე ოჯახს
ინდივიდუალური ონკანი 40 წელზე მეტია არ ქონია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად