სოფელ თხილნარის საჯარო სკოლის ახალმა ბიბლიოთეკამ პირველ მკითხველებს უმასპინძლა

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის საჯარო სკოლის ახალმა ბიბლიოთეკამ პირველ მკითხველებს უმასპინძლა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლაში განხორციელდა ინოვაციური პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო. კეთილმოეწყო ბიბლიოთეკა, აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით, სკოლას გადაეცა 800 ცალი ახალი მხატვრული ლიტერატურა, ასევე, აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით.
“ახალი საბიბლიოთეკო სივრცე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი მკითხველები თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებულ აბსოლიტურად რებრენდირებულ სივრცეში გაეცნონ როგორც კლასიკოსების, ასევე თანამედროვე მწერლებისა და პოეტების შემოქმედებას. ეს იქნება ადგილი, სადაც ერთდროულად ახალგაზდებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მოაწყონ, როგორც კონკრეტული წიგნების, ლიტერატული ნაწარმოებების განხილვა და მსჯელობა, ამვდროულად განახორციელონ არაჩვეულებრივი პროექტები. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენს ახალგაზრდებში წიგნის სიყვარულის გაზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“ – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.
დღეს, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლაში ვეფხისტყაოსნის საჯაროდ კითხვა და აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა. ვეფხისტყაოსნის აპლიკაცია ავტორებმა შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორმა შორენა მახაჭაძემ და კობა ჟღენტმა წარადგინეს. მობილური აპლიკაცია, რომელიც ოქტომბერში გამოჩნდა საჯარო სივრცეში, მე-12 კლასელმა კობა ჟღენტმა შექმნა. აპლიკაცია პოპულარულია არამხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. თხილნარის ბიბლიოთეკა დღეიდან მკითხველს COVID-19-თან დაკავშირებული ჯანდაცვის რეკომენდაციის წესების დაცვით მოემსახურება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...