სოფელ ჭოგნარისა და გოდოგანის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარსა და გოდოგანში მაცხოვრებლები, სოფლების ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ და ამ მოთხოვნით ქუთაისში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის შესასვლელი რამდენიმე წუთით გადაკეტეს.

ადგილობრივების თქმით, ბოლო აქციის შემდეგ მთავრობისგან პასუხს ელოდებოდნენ, თუმცა მათ პასუხი არ მიუღიათ.

“დაუსახლებელი ტერიტორიების მეტი რა არის, სოფელში რომ არ ააშენონ. მოვითხოვთ, არ დაიწყონ მშენებლობა, რადგან ერთეული ოჯახია დარჩენილი სოფლებში და ისინიც წავლენ. დაუშვებელია იქ ნაგავსაყრელი, დაზარალდებიან ადამიანები და დაბინძურდება ბუნება. არ დავუშვებთ, არ მივცემთ უფლებას დასავლეთ საქართველოს ნაგავი ჩვენთან მოიტანონ. ააშენონ ქარხანა და გადაამუშავონ”-აცხადებენ ადგილობრივები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...