სოფელ ჭანიეთში 50 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის გზა დაიგო

გურიაში, ჭანიეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, დოღონაძეების უბანში, 50 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის გზის დაგების სამუშაოები დასრულდა,– ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გზის დაგების სამუშაოები სოფლის მხარდამჭერი პროგრამით განხორციელდა, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული.

პროექტის ღირებულება 7 888 ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...