სოფელ სუფსაში, თბილისი ბათუმის ავტომაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
გარდაცვლილი, სამარშოტო ტაქსის მძღოლია, რიმელიც შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. წინასწარი ინფირმაციით, სამარშუტო ტაქსს ტრაილერის ტიპის ავტომანქანა დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ჯგუფები. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.