სოფელ სხვიტორში ტყიდან ჩამოსული შველი გადაარჩინეს

სოფელ სხვიტორში ზაბახიძეების ოჯახს ეზოში შველი დახვდა. მირიან ზაბახიძემ ეს ფაქტი 112-ის სამსახურს დაუყოვნებლივ აცნობა, მომდევნო რეაგირებისთვის კი ინფორმაცია საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ა.ი. პ. ზურმუხტს და სატყეო სამსახურს გადაეცა,- ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

"სავარაუდოდ შველმა ტყიდან სოფლამდე სამ კილომეტრამდე მანძილი გვიან ღამით გაიარა, რადგან ცხოველის დაუძლურების გამო ტყეში მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა, ამიტომ აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ შველი დროებით ს. სარეკში, გურამ აბრამიშვილთან დაბინავდეს.

ხოლო გამოჯანმრთელების და ამინდის გაუმჯობესებისთანავე შველს კვერეთის ტყეში დააბრუნებენ.

გურამ აბრამიშვილი სარეკის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელის პოზიციაზე მუშაობს, მას ხოხბების ფერმაც აქვს, სადაც ამ ეტაპზე სამი სახეობის 50-მდე ხოხობს უვლის.

მირიან ზაბახიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მას სხვაგვარად მოქცევა არც უფიქრია: "როგორ დავკლავდი – ის ხომ ჩემი საახალწლო მეკვლეა!" განაცხადა ზაბახიძემ."- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად