სოფელ სიქთარვაში ახალი სკოლა შენდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მშენებლობის პროცესს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ლაშა გოგიაშვილთან ერთად გაეცნო.

მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მოეწყობა პანდუსები, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. სკოლაში იფუნქციონირებს სააქტო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები. შენობა აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით, ექნება თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედანი.

მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად