სოფელ შავღელეში მცხოვრებ მუსლიმებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბაირამობა მიულოცა

დღეს ყურბან-ბაირამობაა. დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში მცხორებ მუსლიმებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მიულოცა.

შავღელეში მდებარე მეჩეთში ყურბან-ბაირამის სადღესასწაულო ლოცვას სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მისი პირველი მოადგილე დავით ფარცვანია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია დაესწრნენ.

ყურბან-ბაირამი მუსლიმთა ერთ-ერთი უმთავრესი რელიგიური დღესასწაულია და წინასწარმეტყველი აბრაჰიმის მსხვერპლშეწირვის მოხსენებას ეძღვნება. დღესასწაული სამ დღეს გრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად