სოფელ საირხეში მესხების უბნიდან სოფელ მერჯევის დეკანოიძეების უბნამდე რკინა-ბეტონის საფარი დაიგო

სოფელ საირხეში მესხების უბნიდან სოფელ მერჯევის დეკანოიძეების უბნამდე რკინა-ბეტონის საფარი დაიგო 1200 მეტრზე, ამჟამად, 900 მეტრზე მიმდინარე მეორე ეტაპის სამუშაოები 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.

აღნიშნული გზით ორი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს და ცენტრალურ საავტომობილო გზასთან დაკავშირება უფრო მოსახერხებელი იქნება. სამშენებლო სამუშაოები საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩხიკვაძემ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად