სოფელ საძელში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელში გზის რეაბილიტაცია დასრულდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი1 400 მეტრზე დაიგო, ასევე მოეწყო მილხიდები და სანიაღვრე არხები.

საძელის გზაზე მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარით დაფინანსდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...