სოფელ რუხში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება

საპარტნიორო ფონდი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის პროექტზე მუშაობას გაზაფხულზე დაასრულებს, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში აშენდება.

პროექტის მიხედვით, სავაჭრო ცენტრი მრავალფუნქციური იქნება, სადაც სავაჭრო ფართების გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმღები პუნქტი, მცირე სამაცივრე დანადგარები და სხვა სახის ობიექტებიც განთავსდება. აქვე იქნება ფოსტა, აფთიაქი, ბანკი და ვეტერინარული კლინიკა.

ამჟამად საპარტნიორო ფონდი სავაჭრო ცენტრის არქიტექტურული მშენებლობის დეტალური პროექტირების სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის თანახმად, ცენტრის მშენებლობა  2015 წლის  შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100%.  საპარტნიორო ფონდის აქტივები  5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს საქართველოს რკინიგზის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა და ნაწილობრივ, თელასის აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად, ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად