სოფელ რუხში 22 წლის გოგო, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 22 წლის სალომე გაგუა სავარაუდოდ გრიპის ვირუსით გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, გოგონას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შესაბამისი დახმარება ვერ გაუწიეს და მისი რეფერირება ქუთაისის საავადმყოფო “უნიქალ მედიში” გახდა საჭირო, თუმცა დახმარება იქაც ვერ აღმოუჩინეს და მაშინ როცა ქუთაისიდან თბილისში გადაჰყავდათ კატასტროფის მანქანაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად