სოფელ რუისპირში ძლიერი წვიმის შედეგად ორსართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ძლიერი წვიმის შედეგად ორსართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.

შემთხვევაში დროს ადგილზე იმყოფებოდა 68 წლის ქალი,რომელიც ნანგრევებიდან სამაშველო სამსახურმა უსაფრთხოდ გამოიყვანა.

დაზარალებული ემა ლომიძის თქმით, რამდებიმე წელია სახლი ავარიაულია,რის შესახებაც მუნიციპალიტეტის მერიას რამდენჯერმე მიმართა.მისი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბინის დასაქაირავებლად ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა შესთავაზა,რა თანხაშიც ალტერნატიული ფართის მოძიება ვერ შეძლო.

როგორც ,,აიპრესს,, თელავის მუნციპალიტეტის მერიაში განუცხადეს ქალს მერიამ ქირით გაყვანა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მათივე ინფორმაციით, ემა ლომიძე უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოში იქნება გადაყვანილი.

კომენტარები
იტვირთება...