სოფელ ქვემო ბოდბეში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში გაჩენილ ხანძარს.

მეხანძრეებმა საცხოვრებელ სახლში მყოფი 80 წლის მოხუცის გადარჩენა ვერ შეძლო. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მისულ მაშველებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. რა გახდა ხანძრის გაჩენის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...