სოფელ ქორეთში შიდა საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარი დაიგო

სოფელ ქორეთში ეზიაშვილები-გოგიტაძეებისა და გოგატიშვილების შიდა საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარი დაიგო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

სამუშაოები შ.პ.ს. ,,ჯთბ გოლდენ ეიჯ“-მა შეასრულა. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა პეტრე ჭიხორიამ და ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ კომისიის თავმჯდომარემ იაგო ბერიძემ შესრულებული სამუშაოები მოინახულეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...