სოფელ ყარაჯალაში ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ერთ-ერთმა რესტორმა მუშაობა შეაჩერა, ობიექტის მეპატრონეს კორონავირუსი დაუდასტურდა, პერსონალი და დაინფიცირებულის ოჯახის სხვა წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ვირუსი დაუდასტურდა ასევე, ლგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაშოვარში მცხოვრებ კაცს, რომელიც არსებული კლასტერის კონტაქტია. კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ორ სოფელშიც. ორივე დაინფიცირებული მკურნალობის კურსს ბინაზე სპეციალისტების მეთველყურების ქვეშ გადის. სექტემბრიდან დღემდე, კახეთის რეგიონში covid-19-ის 300-მდე დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, ლეტალური შემთხვევა რეგიონში არ დაფიქსირებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად