სოფელ ყარაჯალაში, 51 წლის მაშველი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა

ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართის სამსახური ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თელავის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 51 წლის გელა მელიქიძე სოფელ ყარაჯალაში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.

მეხანძრე, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...