სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობა მკაცრ საკარანტინო ზომებს აპროტესტებს

გარდაბნის მუნიციპალიტეტ სოფელ ყარაჯალარში ადგილობრივი მოსახლეობის აქციაა, რომლებიც მკაცრ საკარანტინო ზომებს აპროტესტებენ.

მათი თქმით, კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ. ამბობენ, რომ მკაცრმა საკარანტინო ზომებმა პრობლემები შეუქმნათ და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ვერ ატარებენ.

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეს სოფელი მკაცრ საკარანტინო ზონად რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა, რადგანაც სოფელში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი იყო.

აქციის კადრებს სააგენტო “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად