სოფელ ყარაჯალალში covid19-ზე მასობრივი PCR ტესტირება ტარდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალალში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მოსახლეობას PCR ტესტირებას უტარებენ.
მიზეზი კი ბოლო კვირაში სოფელში კორონავირუსის 14 დადასტურებული შემთხვევა.

„აიპრესთან“ გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი აცხადებს, ეპიდემიოლოგიებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სოფლის ჩაკეტვაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. მისივე თქმით, ძირითადად ვინც იყვნენ ინფიცირების წყარო და მატარებელი, ყველა მოკვლეულია და გაყვანილია საკარანტინო სივრცეში.

„საერთო ჯამში გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული. მაგრამ ეს არი სხვადასხვა სოფლებში. სოელი ლელაშხა, სადაც კოვიდით 5 ინფიცირებულია. სოფელი ყარათაკლია სადაც არის 4 ინციფირებული და სოფელი ყარაჯალალი, სადაც არის 14 ინფიცირებული. ეს ბოლო კვირის მონაცემებია.
სოფელ ლელაშხაში და სოფელი ყარათაკლიაში სადაც დაუდასტურდათ ესენი არიან ერთი ოჯახის წევრები. ყველა კონტაქტი მოძიებულია და საკარანტინო ზონაშია. გავრცელების საშიშროება არ დგას. ძირითადად არის სოფელი ყარაჯალალი, სადაც გუშინ 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ყველა კონტაქტი მოძიებულია და კონტროლს ექვემდებარება, ყველა საკონტაქტო გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში.

ახლა PCR ტესტი უტარდება ყველას, ვინ იმყოფება სოფელში, იმისთვის რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება”, – განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის შექმნილ სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე რამდენიმე საათის წინ მონაცემები განახლდა, რომლის მიხედვით ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

stopcov.ge-ის მონაცემებით:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1049
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 903
მათ შორის გარდაცვლილი – 16
კარანტინის რეჟიმში – 5534
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41

 

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად