სოფელ ქედქედში 60-მა პაციენტმა სამედიცინო მომსახურება უფასოდ მიიღო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა. ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მედიკოსებმა გაუწიეს. 

აქციის ფარგლებში კარდიოლოგის, ნევროპათოლოგის, ქირურგის, დერმატოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ბავშვთა ქირურგის, პედიატრისა და მამოლოგის კონსულტაცია 60-მა პაციენტმა მიიღო, ჩატარდა ექოსკოპიური კვლევებიც.
 
ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მედიკოსები მორიგ უფასო სამედიცინო აქციას 16  მაისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარის აღმართში ჩაატარებენ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...