სოფელ პატარა დმანისში, დიდ დმანისსა და ვარდისუბანში სეტყვის შედეგად დაზიანებულებს სარესტავრაციო მასალა გადაეცათ

ამხარეო ადმინისტრაცისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღია დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის მიერ გამოკვეთილი საჭიროებების შესახებ რეაგირება მოახდინეს.

სოფელ პატარა დმანისში, დიდ დმანისსა და ვარდისუბანში, მოსახლეობასთან ღია დიალოგის ფარგლებში, მოსახლეობის მიერ დასახელებულ პრობლემატურ საკითხს სეტყვის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენდა. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით სეტყვის შედეგად დაზიანებული კერძო საკუთრების მფლობელებს გადაეცათ სარესტავრაციო მასალა.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მოსახლეობასთან ღია შეხვედრების დროს გამოკვეთილ საჭიროებებზე რეაგირებას ეტაპობრივად განახორციელებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად