სოფელ ოზურგეთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე 490 417 ლარი დაიხარჯება

სოფელ ოზურგეთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, ახალი საბავშვო ბაღი 90 ბავშვზეა გათვლილი. პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და პროექტის საღარჯთაღრიცხვო ღირებულება 490 417 ლარს შეადგენს.

სამშენებლო სამუშაოები დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ გურიის გუბერნატორის მოადგილესთან – სოსო ერქომაიშვილთან ერთად დაათვალიერა.

"ეს არის რიგით მე-4 საბავშვო ბაღი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბოლო 1 წლის განმავლობაში აშენდა. სამუშაოები მიმდინარეობს ინტენსიურად. მშენებლობა ნოემბრის ბოლოს დასრულდება და ბავშვებს ექნებათ ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი, ისეთივე, როგორებიც აშენდა ჭანიეთის, ცხემლისხიდისა და ბახვის ტერიტორიულ ერთეულებში,“- განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად