სოფელ ორსანტიაში, მაშველებმა მდინარე ენგურში მეოთხე გარდაცვლილიც იპოვეს

სოფელ ორსანტიაში იპოვეს მეოთხე გარდაცვლილი, 42 წლის მამაკაცი, რომელიც აფხაზეთიდან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობდა გადმოსვლას.

რამდენიმე საათიანი სამძებრო ღონისძიება, რომელიც დღეს დილიდან მიმდინარეობდა, დასრულებულია.

მანამდე კი, სოფელ შამგონაში იპოვეს მისი ცოლის და რძლის ცხედრები. ისინი გალის სოფელ წარჩედან არიან. უფრო ადრე კი 65 წლის ჭუბურხინჯელი მამაკაცის ცხედარი, რომელსაც ისინი ზუგდიდში მდინარის გავლით უნდა გადმოეყვანა.

დაღუპულთა ნათესავის თქმით, ისინი კონტროლირებად ტერიტორიზე გადმოსვლას პროდუქტების შესაძენად ცდილობდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...