სოფელ ნუკრიანში მერიის წარმომადგენლის შენობის დაზიანება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მერიის წარმომადგენლის შენობის დაზიანება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ჩამტვრეულია ფანჯრები, შენობის კარები და დაზიანებულია იქ არსებული ინვენტარი, დაზიანებულია შენობაში მდგარი ბანკომატი, თუმცა არის თუ არა ბანკომატიდან რაიმე რაოდენობით თანხა წაღებული, ამ დროისთვის უცნობია.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

როგორც „აიპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყების ცნობით, ადგილზე ექსპერტები მუშაობენ და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად