სოფელ ნოსირთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ავტომანქანები აალდა და ნაწილობრივ დაიწვა.

შემთხვევის შედეგად ასევე ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სენაკის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ამჟამად შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...