სოფელ ნოჯიხევში წუხელ გვიან ღანით ორმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში გოცირიძეების საცხოვრებელი სახლი წუხელ, გვიან ღანით ორმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა დააყაჩაღა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სახლში მხოლოდ 73 წლის ქალი იმყოფებოდა და ბოროტმოქმედები მისგან თანხასა და ძვირფასეულობას ითხოვდნენ. მაშინ როცა ქალბატონმა წინააღმდეგობა გაუწია, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სცემეს, გააუთოვეს და სკამზე ე.წ. სკოჩით მიაბეს. ადგილზე ამ წუთებში ექსპერტკრიმინალისტები და ხობის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან და მიმდინარეობს საგანოძებო მოქმედებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად