სოფელ ნადარბაზევში მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა აღარ შეაწუხებს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში გზების რეაბილიტაცია დასასრულეს უახლოვდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე ჯამში 2 532 მეტრია.

მიმდინარე სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარვილმა მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ნადარბაზევში გზის ასფალტირების სამუშაოების ღირებულება 784 221 ლარს შეადგენს.
გზის აღნიშნულ მონაკვეთებს მსგავსი სახის რეაბილიტაცია ათული წლებია არ ჩატარებია. სოფელში დაზიანებული საფარი გადაადგილებისას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა მძღოლებსა და ქვეითებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად