სოფელ მუჟავაში წყალმომარაგების ახალი სისტემების მოწყობა მიმდინარეობს

წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგებისა და წყალარინების შიდა ინფრასტრუქტურის მოწყობას აგრძელებს.

ამჯერად, სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მუჟავაში არსებული წყლის მილი ამორტიზებულია, მოძველებული ქსელის გამო ხშირია წყლის დანაკარგები.

სამუშაოები ითვალისწინებს 3 კმ-მდე მანძილზე არსებული ამორტიზებული ქსელის ახალი მილებით ჩანაცვლებას, შემცირდება წყლის დანაკარგები.

პროექტის განხორციელებას 1, 078, 401 ლარი მოხმარდება. სამუშაოები 2020 წლის თებერვალში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად