სოფელ მუცოს რესტავრაციის პროექტს “ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიენიჭა

პარიზში ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე ციხე-სოფელ მუცოს “საზოგადოების რჩეულის”, მისი რეაბილიტაციის პროექტს კი “ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიენიჭა!

მუცოს ახალი სიცოცხლე – დოკუმენტური ფილმი, რომლითაც საქართველო პარიზში კულტურული მემკვიდროების სამიტის ფარგლებში, ევროკომისიისა და ევროპა ნოსტრას კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროპული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული პროექტების პრეზენტაციაზე წარსდგა.

სამიტზე 27 გამარჯვებულს შორის ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტიც დასახელდა, რომელიც კომპეტენტური ჟიურის მიერ 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეირჩა და წლის საუკეთესო კონსერვაციის პროექტად დასახელდა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში კულტურული მემკვიდრეობის სამიტს დაესწრო, სადაც გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ციხე-სოფლის რესტავრაციის პროექტის ავტორის – სოსო ბანძელაძის ხსოვნას მიძღნილი ფილმი ათწლეულობით მიტოვებული არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციის 6 წლიან მიმდინარეობას წარმოაჩენს, რომელიც 2014 წლიდან სახელმწიფოს და საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“-ს მიერ დაფინანსდა. ის ასახავს პირიქითა ხევსურეთის მაღალმთიან სოფელში დაწყებულ უკუმიგრაციის პროცესს, მშრალი ფიქალის წყობის მეთოდის აღდგენილ ტრადიციასა და რელიეფისა და ინფრატრუქტურის სიმწირის სახით დაძლეულ პრობლემებს, რამაც მუცოს პროექტი საქართველოს სარესტავრაციო პრაქტიკაში უნიკალურ მაგალითად აქცია.

ფილმი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინციატივით მომზადდა სტუდია “აქტმედია”-ს მიერ.
სოფელი

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად