სოფელ მანავის ციხესთან მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები იწყება

30 სექტემბერს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანავის ციხესთან მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოების შესრულებაზე. პროექტის ღირებულება შეადგენს 1 260 009.15 ლარს. პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია ინფრასტრუქტურის მოწყობა, ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად