სოფელ მახვილაურში სხვადასხვა პერიოდის ნივთიერი კულტურის ძეგლები აღმოაჩინეს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, მინისტრის მოადგილემ თეონა ბერიძემ და არქეოლოგიური მუზეუმის ხელმძღვანელმა ამირან კახიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ მახვილაურსა და მურვანეთში სამ სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოჩენილი უახლესი არტეფაქტები დაათვალიერეს,- ამის შესახებ ინფრომაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

სოფელ მახვილაურში აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის ნივთიერი კულტურის ძეგლები. ყველაზე ადრეულს წარმოადგენს ახალი ქვის ხანის კულტურული ფენა, განსაკუთრებით საინტერესოა წითელი წერნაქით დაფარული პროტოხეთური კერამიკა, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს იმპორტს ამიერკვაკასიაში (ძვ.წ მესამე ათასწლეულით თარიღდება).გათხრების შედეგად აღმოჩენილია ქვის სამეურნეო დანიშნულების ჩაქუჩისებრი იარაღი, ტიგელები, სასმისები, დერგისებრი ჭურჭლები, კაჟისა და ობსიდიანის იარაღები.

არქეოლოგიური მუზეუმის საექსპედიციო ჯგუფის გათხრების მორიგი ობიექტს წარმოადგენს სოფელი მურვანეთი, სადაც აღმოჩენილია სამოსახლო. აღმოჩენილი სამოსახლო ექვსი საუკუნის განმავლობაში ფუნქციონირებდა.გათხრების შედეგად გამოიკვეთა თიხის ბათქაში, რომელიც გამოიყენებოდა ხის კონსტრუქციის ჯარგვალური ტიპის შენობების შესალელად, ასევე, აღმოჩენილია, მიწათმოქმედებასთან, მეურნეობასთან და მეღვინეობასთან დაკავშირებული ნივთები,კოლხური სასმისები, ბერძნული ნაკეთობები, კერძოდ, ამფორის ნატეხები, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნით თარიღდება.

არქეოლოგიური მუზეუმის საექსპედიციო ჯგუფის მიერ სოფელ ჭარნალის მურვანეთში შეისწავლება ბრინჯაოს მეტალურგიის მორიგი უძველესი კერა. გათხრების შედეგად ტბის ქანებში გამოიკვეთა 79 გობი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად