სოფელ ლეჩურთან 80 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის მიმდებარე ტერიტორიაზე გამვლელებმა 80 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცს სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა და მდინარე სტორში ჩავარდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარზე გამოძიება სსსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...