სოფელ ლაილაშში მალე ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება

სოფელ ლაილაშში მალე ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება.ძველი სკოლა,რამდენიმე წლის წინ, ხანძრის შედეგად განადგურდა.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.პროექტირებისა და მშენებლობისათვის გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია.პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 1 888 178 ლარი.ახალი,თანამედროვე სტანდარტების, კეთილმოწყობილი სკოლა 90 მოსწავლეზეა გათვლილი.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ სოფელ ლაილაშში დაათვალიერა ახალი სკოლისათვის განკუთვნილი ტერიტორია, გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას სოფელში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,მათ შორის, სკოლის მშენებლობასა და გზის რეაბილიტაციაზე.
სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად