სოფელ კისისხევში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ესმხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, 40 წლამდე ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან იდგა, რა დროსაც მაღალი სისწრაფით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვების გამო ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღევის მუხლით დაიწყო.

კომენტარები
იტვირთება...