სოფელ კირნათში ნაპოვნი შველი მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კირნათში ნაპოვნი შველი დაცულ ტერიტორიაზე მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს,– ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

შველი დაახლოებით ერთი წლის წინ მოქალაქეებმა იპოვეს. მას მცირე დაზიანებები ჰქონდა. ამასთან, ძალიან პატარა იყო და სპეციალისტების დასკვნით ველურ ბუნებაში გაშვების შემთხვევაში დაიღუპებოდა. 

ადგილზე მისულმა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხოველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს. შესაბამისი მკურნალობის და ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე ის ბუნებაში ერთი წლის შემდეგ გაუშვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...