სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა არასრულწლოვანი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა არასრულწლოვანი დააკავეს.

ინფორმაცია “აიპრესს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განმარტეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოზარდის გასათავისუფლებლად.

სოფლის გამგებლის, დავით ცერცვაძის განცხადებით, დაკავებულია ალექსანდრე შიუკაშვილი. როგორც ის “აიპრესთან” აცხადებს,მოზარდი შეშის მოსატანად იყო წასული რა დროსაც დააკავეს:

“შეშის მოპოვების მიზნით იყო წასული. მამას ვესაუბრე და მის ინფორმაციაზე დაყრდნობით გეუბენბით რომ წასული იყო შეშის მოსატანად და დააკავეს“-აცხადებს გამგებელი.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად