სოფელ ხიხანსა და შაუმიანში 30 წლის შემდეგ სარწყავი სისტემა ამუშავდება

მარნეულის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იწყება.

სოფელ ხიხანსა და შაუმიანში 30 წლის შემდეგ სარწყავი სისტემა ამუშავდება.

სამუშაოები, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება ითვალისწინებს სატუმბი სადგურების მშენებლობას, სადაწნეო მილსადენების, წყალგამანაწიებელი კვანძების, წყალშემკრებებისა და სხვა სამელიორაციო ნაგებობების მოწყობას. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიხანისა და შაუმიანის სარწავ არხებს.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით მუნიციპალიტეტში 1000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ ხიხანში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

აღნიშნული პროექტის ღირებულებაა 3 659 900 ლარი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად