სოფელ კაზლარი-თულარის ცენტრალურ დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო

დაიწყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაზლარი-თულარის ცენტრალურ დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო. – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“სპეცტექნიკის მიერ, მიწის ვაკისის მომზადება მიმდინარეობს.
პროექტის ჯამური ღირებულება 604 994 ლარს შეადგენს, რომელიც ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
✅აღნიშნული პროექტი, ადგილობრივი მოსახლეობის ათეულობით წლის პრობლემას მოაგვარებს, უამინდობის დროს შექმნილი შეფერხებები, რაც გზის დახრამვას და გადაადგილების შეზღუდვას უკავშირდებოდა სამუდამოდ გადაიჭრება”, – ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად