სოფელ კაჭრეთში მსხვილფეხა პირუტყვი დაგლეჯილი იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მსხვილფეხა პირუტყვი დაგლეჯილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საძოვარზე მისულ მეპატრონეს ორი ხბო მკვდარი დახვდა. პირუტყვს ძაღლები ესეოდა. მეპატრონის განმარტებით, ზარალი 2 000 ლარს შეადგენს.

,,ბოსტანში მყავდა ხბორები, რომ ჩავედი დავინახე დაბლა დაყრილები და ხროვა ეხვეოდა, რომ მივუახლოვდი ძაღლები იყვნენ და ახლა მე გამომეკიდნენ, გავიქეცი მანქანა მოდიოდა და იქ ჩავჯექი.,,- აცხადებს დაზარალებული. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ სოფელში მტაცებლებთან ერთად მრავლად არიან მიუსაფარი ძაღლებიც. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას უკვე ფლობენ და პრობლემის მოგვარებაზეც მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად