სოფელ ჯავახში სპორტული მოედნის, საზოგადოებრივი რეტერატისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახში, მოსახლეობასთან ღია დიალოგის ფარგლებში შეხვედრის დროს,მოსახლეობის მიერ დასახელებულ ერთ ერთ პრიორიტეტულ საჭიროებას სოფელში საბავშო გასართობი სივრცისა და მინი სპორტული მოედნის მოწყობა წარმოადგენდა.

სამხარეო ადმინისტრაცისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის მიერ გამოკვეთილი საჭიროებების შესახებ რეაგირება მოახდინეს.

დაიწყო დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახში სპორტული მოედნის, საზოგადოებრივი რეტერატისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები.

საპროექტი ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებულია მოეწყოს სკვერი ბორდიურებითა და დეკორატიული ფილით, საბაღე სკამებით, ურნებითა და დეკორატიული განათების ლაპიონებით. სკვერის ტერიტორიაზე ასევე გათვალისწინებულია მოეწყოს საბავშვო გასართობის სივრცე- კაუჩუკის საფარიანი მოედანი, დამონტაჟდება ატრაქციონები და ტრენაჟორები, ასევე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედანი და საზოგადოებრივი რეტერატი. სკვერის ტერიტოირაზე განთავსდება დეკორატიული ფანჩატრული და ხის პერგოლა.

სამუშაოების ღირებულება შეადგენს 478`119.00 ლარს, პროექტი დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტით.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მოსახლეობასთან ღია შეხვედრების დროს გამოკვეთილ საჭიროებებზე რეაგირებას კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად