სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლაში სამკითხველო ოთახი გაიხსნა

მოსწავლეებსა და პედაგოგებს ამ მნიშვნელოვან მოვლენას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი ულოცავს.

“ის ფატი, რომ ეტაპობრივად გაიზრდება ამ სფეროს დაფინანსება, მოხდება პედაგოგების ხელფასების მატება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდება საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა, სწორედ წიგნიერი მომავალი თაობის აღზრდაზე აისახება დადებითად, ჩვენი პრიორიტეტია განათლება, რადგან არ არსებობს უფრო ძლიერი იარაღი, ვიდრე ცოდნაა,”, აღნიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშილმა.

ახალი სამკითხველო ოთახის გახსნა დადებითად შეაფასა, განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმებისა და წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა – ბელა ტატუაშვილმა.

სამუშაოებს ინსპექტირებას უწევდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...