სოფელ იყალთოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი გარდაიცვალა

37 წლის მამაკაცის გადარჩენა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვების გამო მედიკოსებმა ვერ შეძლეს.

“გვიან, ღამით შემოიყვანეს პაციენტი, რომელსაც მძიმე ტრამვები ჰქონდა მიღებული. იყო ძალიან ძლიერი სისხლდენა, ტრავმული შოკი, მოხდა ქირურგიულ ჩარევას თუმცა სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო“, – განუცხადა „აიპრესს“ თელავის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერმა, ხათუნა ჭონიაშვილმა. ცნობისათვის, ავტოსაგზაო შემთხვევა, თელავის მინიციპალიტეტის სოფელ იყალთოში გუშინ მოხდა. გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა. მძღოლი, რომელიც სავარუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6- ე ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად