სოფელ იყალთოს ტყეში მეორე დღეა ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს ტყეში მეორე დღეა ხანძარია, ცეცხლი ქვედა საფარს და გამხმარ ხეებს უკიდია.

სტიიქის ზონაში რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის ადგილამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ხანძარის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად მოხალოსეთა ჯგუფებიც არიან ჩართულნი.

“გუშინ გაჩნდა ხანძარი,თავდაპირველად ცეცხლი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენის ტორიტორიაზე იყო და შემდეგ უკვე იყალთოს ტყეზეც გადმოვიდა.გუშინვე მოვახდინეთ ცეცხლის თითქმის ჩაქრობა,თუმცა ძლიერმა ქარმა სამუშაოები შეაფერხა და ცეცხლი გააძლიერა.სახანძრო ტექნიკა ბოლომდე ვერ მიდის და მაშველები ფეხით მივიდნენ ადგილამდე,მათ ასევე სოფლიდან წასული მოხალისეთა ჯგუფი ეხმარება.საჭიროების შემთხვევაში კიდევ წავლენ ჯგუფები,,- განაცხადა იყალთოში მერის წარმომადგენელმა, გიორგი ლაჩაშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქტიიქის ზონაში ამ დროისთვის 20-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად