სოფელ ინგირისა და რუხის საჯარო სკოლების რამდენიმე მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის საჯაროს სკოლის ერთ მოსწავლესა და ასევე, რუხის საჯარო სკოლის 3 მოსწავლეს covid 19 დაუდგინდა. ორივე სკოლა სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. ასევე დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადადის დიდინეძის საჯარო სკოლა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 200 ტესტი, აქედან 20 დადებითი პასუხია, მათგან 1 ოკუპირებული საბერიოს შემთხვევაა, 1 მარტვილელია, 3 არის ფოთში მცხოვრები, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ ბათუმთან, ხოლო 15 არის ზუგდიდი, რომელთაგან 14 არასრულწლოვანია და მათი ინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან. თავად, მასწავლებელი კი ოქროს ბირჟის კლასტერია. მეთხუთმეტე ზუგდიდელი კი არის, ასევე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.
რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 92 მოქალაქეს შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 69 კოვიდ პაციენტი, აქედან 4-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 173 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად