სოფელ იდლიანის მოსახლეობამ ხიდის აღდგენის მოთხოვნით ზუგდიდი-მესტიის ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის მცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად აქცია გამართეს და ზუგდიდი-მესტიის ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს.

ადგილობრივების თქმით, წლებია სოფლიდან გზამდე დაზიანებული ხიდის აღდგენას ითხოვენ. ეს ერთადერთი გზაა სოფლიდან ჩამოსასვლელად და სხვადასხვა პუნქტამდე მისასვლელად. ხიდის არქონის გამო იდლიანელებს ხშირად ფეხით ათეულობით კილომეტრის გავლა უწევთ.

თემის მაცხოვრებლები აქციის დაშლას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ აქცია მანამ გაგრძელდება, სანამ ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩავლენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად