სოფელ გვიშტიბში, დევნილებისთვის მშენებარე კორპუსებისთვის წყალარინების ქსელი მოეწყო

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მშენებარე 8 კორპუსის წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა.

 

პროექტის ფარგლებში მოეწყო კანალიზაციის ჭები, გამყვანი კოლექტორი და წყალარინების ქსელი .

სამშენებლო სამუშაოებს 128 549 ლარი მოხმარდა. 

მშენებარე საცხოვრებელი კორპუსები 560 დევნილ ოჯახზეა გათვლილი. 

იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხვრებელი კორპუსების მშენებლობის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. 

დარჩენილი  6 კორპუსის მშენებლობა ეტაპობრივად – 2021 წლის გაზაფხულისთვის დასრულდება, რის შემდეგაც,  ჯამში – 1800-მდე მაცხოვრებელი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად