სოფელ გურჯაანში, საბავშვო ბაღში, გველი იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის პირველი საბავშვო ბაღში აღსაზრდელებმა ქვეწარმავალი იპოვეს. ბაღი გარკვეული დროით დაიხურა.

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელის, შორენა ფროდიაშვილის ინფორმაციით, დილით მისულ აღმზრდელებს გველი ღუმელის ქვეშ დახვდათ.

„ორშაბათს დილით საბავშვო ბაღი რომ გაიხსნა, ღუმელის ქვეშ ნახეს ქვეწარმავალი. დაახლოებით მეტრანახევარი სიგრძის იყო, რომელიც დარაჯმა და მეზობელმა კაცმა მოკლეს. ამ ეტაპზე ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. ჩართულია მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური. უნდა ჩატარდეს გარკვეული სახის სამუშაოები. აღმოჩნდა, რომ იატაკი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. ასევე უნდა დამუშავდეს შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია. ამისთვის ერთჯერადად ხელშეკრულებას ვაფორმებთ სპეციალურ სამსახურთან. “ – განაცხადა ფროდიაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ საკითხია შესახებ ინფორმაცია აქვთ და ბაღში გარკვეული სახის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება.

„ცალსახად არის გადაწყვეტილი, რომ ამ ბაღში ინფრასტრუქტურის კუთხით სამუშაოებია ჩასატარებელი. მერთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა უნდა გაკეთდეს. გამოიკვეთა იატაკის პრობლემა და ასევე შესაკეთებელია ჭერი. ორშაბათისთვის ყველაფერი გვეცოდინება, თუ რას ვაპირებთ კონკრეტულად ამ ბაღთან მიმართებით.“- განაცხადეს მერიაში. ბაღის აღსაზრდელები სასწავლო პროცესის აღდგენამდე სხვადასხვა ბაღებში არიან გადანაწილებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად